ნატკენი

ნატკენი  _    რაც იტკინეს, დაშავებული, დაზიანებული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და მარცხნივ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს ეხება წვერებით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს სამჯერად მოძრაობას ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ნატვრა

ნატვრა  _   ოცნება, დიდი სურვილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნდომა“  _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ _  საფეთქელთან განთავსებული ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ნასესხები

ნასესხები  _  რაც ისესხეს, სესხად აღებული, სესხად გამორთმეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სესხი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და იხრება თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ნარდი

ნარდი _  ერთგვარი სათამაშო, რომელიც შედგება ბრტყელი და მოგრძო გადასახსნელი ყუთისაგან, წყვილი კამათლისა და 30 კოჭისაგან   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ბოლო ფაზაში წინ და ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნაპოვნი

ნაპოვნი  _   რაც იპოვეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი წინ და ქვევით გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოგება“ / „პოვნა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული … Read more

Categories

ნაპერწკალი

ნაპერწკალი _  ცეცხლმოდებული ან გავარვარებული ნივთიერების ნაწილაკი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, მრავალფაზიანი სიტყვა-ჟესტი „ალი“ / „ცეცხლი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ნეკისა და ცერის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაპერწკალი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, … Read more

Categories

ნაოჭი

ნაოჭი  _    ნაკეცი, ნაღარი ადამიანის სახეზე ან სხეულზე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება ფალანგებში მოხრილ თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ნანატრი

ნანატრი _   სასურველი,  ვინც ან რაც ინატრეს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, საფეთქელთან განთავსებული ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ნანადირევი

ნანადირევი  _  ნადირობით ნაშოვნი, ნადირობის დროს მოკლული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სანადირო თოფი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი,  მარცხნივ და ზევით მიმართული საჩვენებელი და შუა თითებით, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ … Read more

Categories

ნამყოფი

ნამყოფი  _   ვინც სადმე იყო (უწინ)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იყო“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ცერი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories

ნამუშევარი

ნამუშევარი _   რაც მუშაობით, შრომით შეიქმნა, ნაშრომი, ნაღვაწი, შემოქმედების შედეგი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კეთება“ /“მუშაობა“  _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განლაგება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში … Read more

Categories

ნამუსიანი

ნამუსიანი  _ პატიოსანი, სინდისიერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამუსი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გრძნობა“ _   ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, … Read more

Categories

ნამუსი

ნამუსი  _   პატიოსნება, სინდისი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ნამსხვრევი

ნამსხვრევი _   მცირე ზომის ნამტვრევი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განაწილება“ / „გატეხვა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია  მარცხნივ,  მარცხენა – მარჯვნივ, ხელები გაშლილი თითებით ერთმანეთზე ჯვარედინად არის დაწყობილი, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული, ორივე ხელით ერთად სრულდება მოძრაობა ქვევით, მომდევნო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამსხვრევების … Read more

Categories

ნამი

ნამი _   ცვარი, ატმოსფერული ტენი, რომელიც დედამიწის ზედაპირს ეფინება წყლის წვრილი წვეთების სახით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარცხენა ცერი ეხება შუა თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია, ხდება კონფიგურაციათა მონაცვლეობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories