გაცემა

გაცემა  –   ბრძანების მიცემა, გაღება, დარიგება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრძანება“ – წინ და მარცხნივ მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი  თითებით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაცემა“ / „მიცემა“–  ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი … Read more

Categories

გაცემა

გაცემა   –    მიცემა, გაღება, დარიგება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაჩხრეკა

გაჩხრეკა  –   რაიმეს გასინჯვა, დათვალიერება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

გაჩუმება

გაჩუმება – ლაპარაკის (ხმაურის, ტირილის, სიმღერის…) შეწყვეტა, ხმის გაკმენდა, დადუმება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „პირი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი გაშლილია და ტუჩებზეა მიდებული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა … Read more

Categories

გაჩეხვა

გაჩეხვა  – მოჭრა, გაკაფვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაჩერება

გაჩერება  –   1. მოძრაობის, მოქმედების შეწყვეტა, შეჩერება; 2. ადგილი, სადაც ტრანსპორტის რაიმე საშუალება ჩერდება მგზავრების ასასვლელ-­ჩამოსასვლელად   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, იმავე კონფიგურაციით წინ მიმართული მარჯვენა ხელი განთავსებულია მარცხენა ხელისგულის ზურგზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.

Categories

გაჩანაგებული

გაჩანაგებული    განადგურებული, გაპარტახენული, გავერანებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განადგურება“ / „გაფუჭება“- ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა სხეულისკენ, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები შეკრულია მუშტად და ხელი ზედ ადევს გაშლილ მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

გაშრობა

გაშრობა   – მშრალად ქცევა, სისველის, სინოტივის გამოცლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან და ხელები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. .

Categories

გაშორება

გაშორება   –   მოცილება,  გაცილება, მოშორება, გაყრა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაშლა

გაშლა – გახსნა, გადაშლა, გაფურჩქნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაშიშვლება

გაშიშვლება    –   ტანსაცმლის გახდა, გატიტვლება.   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითააა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა  მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაშველება

გაშველება   –   ჩხუბის, ჭიდაობის შეწყვეტა,  დაზავება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება მონაცვლეობითი, განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და განზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაშვება

გაშვება   –   განთავისუფლება, წასვლის ნების მიცემა, გასტუმრება, გაგზავნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ და ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაშეშება

გაშეშება  –  გაჩერება, უმოძრაოდ ყოფნა, გაყინვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  საფეთქელზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „გაჩერება“ – ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, იმავე კონფიგურაციით წინ მიმართული მარჯვენა ხელი განთავსებულია მარცხენა ხელის მტევანზე. … Read more

Categories

გაშავებული

გაშავებული –  1. შავად ქცეული, შავად შეღებილი;  2. მზემოკიდებული, გარუჯული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება საფეთქელთან თმებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოდება“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული, ზევით აღმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით ხელი მოძრაობს მარცხნივ.  ჟესტი … Read more

Categories