ძღომა

ძღომა  _  შიმშილის (წყურვილის) მოკვლა, საჭმლით დაკმაყოფილება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ  მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მუცლის დონეზე ქვევით.    

Categories

ძღვენი

ძღვენი _  საჩუქრად მირთმეული რამ, მოსაკითხი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ზევით წამოწეული, მოხრილი საჩვენებელი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ძუძუ

ძუძუ  _   ადამიანის (და სხვა ძუძუმწოვარა ცხოველის) სარძევე ჯირკვალი, მკერდი   ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ხელი ეხება მკერდს მარცხნივ, სრულდება რაკლური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ხელი ისევ ეხება მკერდს, ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ძუნწი

ძუნწი  _    გაუმეტებელი, კრიჟანგი, ხელმოჭერილი, ქვაწვია   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი ცერებით ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ქვევით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ძუა

ძუა  _ ცხენის კუდის და ფაფრის თმა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელის გაშლილი თითები მარცხენა … Read more

Categories

ძროხა

ძროხა  _  მეწველი მსხვილფეხა რქიანი საქონელი, ფური   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი ცერებით ხელები ეხება თავს, ნეკებიც გაშლილია, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ძნელი

ძნელი _ გასაძლებად ან გასაკეთებლად სამძიმო, მძიმე, რთული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძლივს“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ნიკაპს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მაჯაში მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მძიმე“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და … Read more

Categories

ძმობა

ძმობა  _  ძმად ყოფნა, ურთიერთობა ძმათა შორის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძმა“ _  სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; … Read more

Categories

ძმადნაფიცი

ძმადნაფიცი _  ვინც ძმად გაეფიცა, დაუძმობილდა ვისმე, ძმობილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძმა“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა … Read more

Categories

ძმა

ძმა  _  ერთი დედ-მამის (ან ერთ-ერთი მათგანის) ვაჟიშვილი სხვა შვილების მიმართ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ძლივს

ძლივს   _  გაჭირვებით, ძნელად, ძლივძლივობით, ძალისძალად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ნიკაპს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მაჯაში მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ძლიერი

ძლიერი  _  . დიდი ძალის მქონე, ღონიერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალა“_ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა მკლავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და საჩვენებელი თითი ისევ ეხება მარცხენა მკლავს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი … Read more

Categories

ძირითადი

ძირითადი  _  მთავარი,  ის, რასაც დანარჩენი ემყარება, ყველაზე მნიშვნელოვანი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ  გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ძილი

ძილი _ სიფხიზლის საწინააღმდეგო ფიზიოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ცნობიერება მოდუნებულია და ორგანიზმი ისვენებს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ძვირფასი

ძვირფასი  _  რაც ძვირად ფასობს,  დიდი ფასის მქონე, ძვირად ღირებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძვირი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება  გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, … Read more

Categories