დაგესვლა

დაგესვლა  _ 1. კბენით გესლის შხამის ჩაშვება, გესლით მოწამვლა,  დაშხამვა;  2. გესლიანი, მწვავე სიტყვის თქმა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კბენა“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია … Read more

Categories

დაგემოვნება

დაგემოვნება  _   გემოს გასინჯვა, გემოს შეგრძნების უნარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გემო“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოსინჯვა“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ … Read more

Categories

დაგეგმილი

დაგეგმილი  _  წინასწარ შემუშავებული, გათვლილი  (ღონისძიება, საქმე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გეგმა“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული … Read more

Categories

დაგეგმა

დაგეგმა   _ ღონისძიებათა, მოქმედებათა, საქმის  წინასწარ შემუშავება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories

დაბრუნებული

დაბრუნებული  _ უკან მოსული, განმეორებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა სიტყვა-ჟესტი „მოსვლა“  –  წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბრუნება“ / „შთამომავლობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია … Read more

Categories

დაბრუნება

დაბრუნება  _  უკან მოსვლა, განმეორება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დაბრმავება

დაბრმავება  _  თვალის ჩინის დაკარგვა, მხედველობის დაკარგვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, თვალის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დაბრიყვებული

დაბრიყვებული  _  დაჩაგრული, დაჯაბნილი, აბუჩად აგდებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბრიყვება“ _ წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილი ცერი თითი ეხება მარჯვენა ხელისგულს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელით  სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამცირება“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, … Read more

Categories

დაბრიყვება

დაბრიყვება  _  დაჩაგვრა, დაჯაბნა, აბუჩად აგდება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილი ცერი თითი ეხება მარჯვენა ხელისგულს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაბომბილი

დაბომბილი  _ განადგურებული, რაც დაბომბეს, რასაც ბომბები დააყარეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბომბვა“ _ წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მის ქვეშ განთავსებულია მარცხნივ მიმართული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები ფართოდ არის … Read more

Categories

დაბომბვა

დაბომბვა  _  ბომბების დაშენა, (თვითმფრინავიდან) ბომბების დაყრა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მის ქვეშ განთავსებულია მარცხნივ მიმართული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები ფართოდ არის გაშლილი. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

დაბოლოება

დაბოლოება  _ დამთავრება, დასრულება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრული მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას ქვევით და გაშლილი თითებით ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაბნეული

დაბნეული  _ გონებაგაფანტული, გონებაარეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, შუბლს ეხება გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არეული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

დაბნელება

დაბნელება  _ ბნელად ქცევა, სინათლის დაკარგვა, სიბნელის დადგომა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში გაშლილი თითები მოხრილია ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

დაბნევა

დაბნევა  _   გონების არევა, აზრის გაფანტვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, საფეთქელთან შუბლს ეხება გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არევა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარცხენა კი _ სხეულისკენ და ზევით, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითებით … Read more

Categories