გამოკლება

გამოკლება  –    დაკლება, გამორიცხვა, ჩამოშორება, ჩამოცილება, გამოთიშვა, გამოყოფა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზემოთ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელი გადაადგილდება ზევით და სხეულისკენ. ჟესტი სრულდება  მკერდის დონეზე.

Categories

გაზვიადება

გაზვიადება  – გამედიდურება, გადამეტება, გადაჭარბება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გამოტანა

გამოტანა  –     შიგნიდან გარეთ (იქიდან აქეთ) მოტანა, წამოღება, გამოზიდვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვემოთ.

Categories

ბჭობა

ბჭობა  _ თათბირი, განსჯა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სხდომა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა, ხელები მაჯაში ტრიალდება და ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კითხვა-საუბარი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი … Read more

Categories

ბღავილი

ბღავილი  _  ცხოველთა ხმიანობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა ასახული,  დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება  განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ბუხარი

ბუხარი  _ სახლის კედელში შიგნიდან დატანებული აგურის ან ქვის ღუმელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ცეცხლი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი, შუა და არათითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან;  ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა“ /„ბუნაგი“ _ ქვევით  მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში … Read more

Categories

ბუჩქი

ბუჩქი  _    მერქნიანი დაბალი მცენარე, რომელიც ძირიდანვე იტოტება და მრავალ ერთნაირ ღეროს იკეთებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“  _ იდაყვშია მოხრილი ხელით მხრების დონეზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა იდაყვთან განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით ქვევითაა მიმართული და თითები ეხება მარჯვენა იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

ბუშტი

ბუშტი  _ სითხით, ჰაერით ან გაზით გაბერილი აპკოვანი პარკი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „ბერვა“ _ მუშტად შეკრული ხელები ნიკაპის ქვემოთ ერთმანეთზეა განთავსებული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა _ მარჯვნივ;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ბურთი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ფალანგებში ოდნავ მოხრილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით. … Read more

Categories

ბუღალტერი

ბუღალტერი _  სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა-წარმოების სპეციალისტი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანგარიში“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგულის ზედაპირზე მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ … Read more

Categories

ბუტვა

ბუტვა  _ დამდურება, გაჩუმება წყრომის ნიშნად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ და სახისკენ,  გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ბურთი

ბურთი  _  თამაშებისთვის განკუთვნილი სფერული ფორმის საგანი, რომელიც  მზადდება დრეკადი მასალისაგან და იტუმბება ჰაერით   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ბურანი

ბურანი _  გარუკვეველი მდომარეობა, გარდამავალი მდგომარეობა ძილსა და ღვიძილს შორის   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ბუნებრივი

ბუნებრივი  _   რაც ბუნებას ეკუთვნის, რაც ბუნებისაგან გამომდინარეობს, ბუნებისმიერი, ბუნებისეული, ნამდვილი, ნატურალური   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბუნება“ / „ჰაერი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ერთმანეთს უახლოვდება და შორდება, ბოლო ფაზაში ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია ხელები … Read more

Categories

ბუნება

ბუნება  _    რეალურად, ობიექტურად არსებული ორგანული და არაორგანული სამყარო (დედამიწა, ჰაერი, წყალი, ცის სხეულები, მცენარეები, ცხოველები)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ერთმანეთს უახლოვდება და შორდება, ბოლო ფაზაში ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია ხელები იმავე კონფიგურაციებით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ბუნება

ბუნება   _   რეალურად, ობიექტურად არსებული ორგანული და არაორგანული სამყარო (დედამიწა, ჰაერი, წყალი, ცის სხეულები, მცენარეები, ცხოველები)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ბ-დაქტილი, მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“_ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ერთმანეთს უახლოვდება და შორდება, ბოლო … Read more

Categories