ბუშტი _ სითხით, ჰაერით ან გაზით გაბერილი აპკოვანი პარკი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ბერვა“ _ მუშტად შეკრული ხელები ნიკაპის ქვემოთ ერთმანეთზეა განთავსებული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა _ მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ბურთი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ფალანგებში ოდნავ მოხრილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.