ბუნებრივი

9

ბუნებრივი  _   რაც ბუნებას ეკუთვნის, რაც ბუნებისაგან გამომდინარეობს, ბუნებისმიერი, ბუნებისეული, ნამდვილი, ნატურალური

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბუნება“ / „ჰაერი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ერთმანეთს უახლოვდება და შორდება, ბოლო ფაზაში ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია ხელები იმავე კონფიგურაციებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამდვილი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.