ბუნება

8

ბუნება  _    რეალურად, ობიექტურად არსებული ორგანული და არაორგანული სამყარო (დედამიწა, ჰაერი, წყალი, ცის სხეულები, მცენარეები, ცხოველები)

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ერთმანეთს უახლოვდება და შორდება, ბოლო ფაზაში ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია ხელები იმავე კონფიგურაციებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.