ბოდვა

1

ბოდვა  _ უაზრო და არეულ-დარეული ლაპარაკი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლაპარაკი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი, ცერი და შუა თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სახის წინ სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არეული“ _ ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება შიგნით და ქვევით მიმართული, რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარცხნივ და ქვევით მოძრაობს, მარცხენა _ მარჯვნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში მარჯვენა მუშტი ზემოდან ადევს მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.