ბოდიში _ წუხილის გამოთქმა, პატიების თხოვნა თავისი შეუფერებელი საქციელისა თუ სიტყვის გამო
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება გაშლილი თითებით ზევით მიმართულ მარცხენა ხელისგულს, შემდეგ ფაზაში მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ფალანგებში იკეცება მარცხენა ხელისგულზე. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.