ბლანკი

027

ბლანკი  _  1.ქაღალდის ფურცელი, რომლის თავზეც დაბეჭდილია დაწესებულების ან ფირმის რეკვიზიტები; 2. ნაბეჭდი ფურცელი (ტრაფარეტი), რომლის ცარიელ ადგილებს ავსებენ სათანადო ჩანაწერებით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ფურცელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ / „ემბლემა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული  თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული, ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია  მხრებისა და მკერდის დონეზე.