ბიურო _ ხელმძღვანელი ან განმკარგულებელი არჩევითი ორგანო, ზოგიერთი დაწესებულების ან ორგანიზაციის სახელწოდება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მუშტად შეკრულია თითები, ქვევით დაშვებული და გაშლილია ცერები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და წრე იხაზება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.