ბიულეტენი

86

ბიულეტენი _ მოკლე ოფიციალური ცნობა ავადმყოფობის შესახებ

 

ორნაწილიანი, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ზევიდან ეხება გაშლილი და  ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ფურცელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი _ ქვევით მიმართული სინქრონული მოძრაობა.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.