ბითუმად

77

ბითუმად   _  ერთიანად

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა  ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, იმავე კონფიგურაციით ქვემოთ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება, მომდევნო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.