ბინადარი

80

ბინადარი   _  მაცხოვრებელი, მკვიდრი მცხოვრები, ფეხმოკიდებული მოსახლე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამოუკიდებელი“ _ ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _  ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ხელები ერთმანეთს თითების წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.