ბინა _ ცალკე საცხოვრებელი სადგომი შენობაში, სახლი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _ ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ხელები ერთმანეთს თითების წვერებით ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოთახი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ეხება მარცხენა ხელისგულს და იცვლის პოზიციას, ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელისგულზე მიდებული მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.