ბილწი

78

ბილწი   _ უწმინდური, საზიზღარი, საძაგელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, ხელი ეხება ნიკაპს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.