ბგერა

42

ბგერა _  ხმა, ჰაერის ტალღისებრი რხევითი მოძრაობა, რომელსაც აღიქვამს სმენის ორგანო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ _ მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სმენა“ _ ხელი ეხება ყურს,  გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდისა და სახის დონეზე.