ბელტი _ ბარით ან სახნისით მოჭრილი მიწის მონაკვეთი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მრგვალი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.