ბაზა _ საფუძველი, საყრდენი, თავმოსაყრელი ან დასაყრდენი პუნქტი რაიმე მოქმედებისათვის
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბანკი“ _ ხელისგულები გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული ერთმანეთის პარალელურად, მარჯვენა ხელი მარცხენას ზემოთაა, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემოღობილი“_ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ზევით აწეული ცერებით და მუშტად შეკრული თითებით, ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და წრე გამოისახება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და წელის დონეზე.