ბატონობა _ ბატონად ყოფნა, ბატონის მდგომარეობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბატონი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება სხეულს მხართან ჯერ მარცხნივ, მერე – მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამოუკიდებელი“ _ გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.