ბატკანი _ ცხვრის ნაშიერი ექვს თვემდე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ცხვარი“ _ ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და თავისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.