ბასრი

27

ბასრი _ მეტად მჭრელი, მახვილი, ალესილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დანა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი „ალესილი“ / „ბასრი“ _  ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, გაშლილი თითებით სახის წინ სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.