ბაკი _ ავზი, დახურული ჭურჭელი სითხის შესანახად
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ფორმა _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, წრიულად მოხრილი თითებით და ზევით მიმართული ცერებით გამოსახულია ღია წრეები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.