ბაჯაღლო

41

ბაჯაღლო   _   წმინდა ოქრო, რომელსაც მოწითალო ფერი გადაჰკრავს

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ყვითელი“_ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით  და ნეკები მსუბუქად ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოქრო“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, საჩვენებელი თითი წინ იშლება და იკეცება რამდენჯერმე. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.