ბადრიჯანი _ ერთწლოვანი ფართოფოთლებიანი ბოსტნეული მცენარე, ისხამს მუქ იასამნისფერ მოგრძო ნაყოფს
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, შემდეგ ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.