ავადმყოფობა _ დაავადება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერისა და საჩვენებელი თითის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ზევიდან ეხება გაშლილი და ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილში წარმოდგენილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადადება“ _ მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, მარცხენა _ წინ, საჩვენებელი თითები ერთმანეთზეა გადაჭდობილი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
