აუხსნელი

70

აუხსნელი      რაც არ აუხსნიათ‚ რაც ახსნილი არ არის

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერა“ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახსნა“ წინ მიმართულია ხელისგულები, შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ხელისგულები წინაა მიმართული  ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი სრულდება მხრებისა და მკერდის დონეზე.