ატრაქციონი

64

ატრაქციონი     1. საცირკო ან საესტრადო პროგრამის მიმზიდველი, ეფექტური ნომერი; საცირკო ატრაქციონი; 2. მასობრივი დასვენების ადგილებში მოწყობილი გასართობი კარუსელები, საქანელები, ტირები და სხვ.

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თამაში“ ზევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება  განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტრიალი“ ხელისგულები ვერტიკალზე მიმართულია  ერთმანეთისკენ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.