ატმოსფერო

61

ატმოსფერო   1. ჰაერის გაზისებრი გარსი, რომელიც დედამიწას აკრავს და დედამიწასთან ერთად მოძრაობს; 2. გარემო პირობები, ვითარება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“   ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარემო“ / „არეალი“ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სრულდება რკალური  მოძრაობა და წრე იხაზება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.