ათასგვარი _ მრავალგვარი, მრავალნაირი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ათასი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ და ქვემოთ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული ხუთი თითი თანმიმდევრული რხევით მოძრაობს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
