ატესტატი – ოფიციალური მოწმობა სასწავლებლის დამთავრების შესახებ
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, შუა და საჩვენებელი თითების წვერებს ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეჭდვა“ – ქვევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.