ასკილი – 1. ეკლიანი ველური ბუჩქი, აქვს მოთეთრო მოყვითალო ან მოწითალო ყვავილი 2. ამავე მცენარის ნაყოფი, რომელსაც სამკურნალოდაც იყენებენ
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩაი“ –ქვემოთ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი, შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ბაგეების წინ ხელი ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ძ-კონფიგურაციით: გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ნაყოფი“ – ზევით მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ასრულებს განმეორებად, წრიულ მოძრაობას. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.