ასე – როგორც ეს, ამგვარად, ამნაირად
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ხოლო მარცხენა – სხეულისკენ, ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზურგით ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზედ ადევს მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.