არტახი

28

არტახი   ქსოვილის გრძელი და ფართო ნაჭერი, რითაც ბავშვს აკვანში აკრავენ

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „აკვანი“, რომელიც შედგება  ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტისგან „საწოლი“ ხელისგულები ქვევითაა მიმართული, წინ წაწეული, გაშლილი შუა და არათითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ხოლო საჩვენებელი და ნეკი თითები ზევითაა წამოწეული; „აკვნის“ მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „რწევა“ მუშტად შეკრული თითებით ხელისგული ქვევითაა მიმართული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის ბოლო ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გადახვევა“ ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.