არსებობა

26

არსებობა – ყოფნა, სიცოცხლე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არსება“– სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს და ხელისგულები  განმეორებადი მოძრაობით ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყოფნა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი მოძრაობს სხეულისკენ და ცერი ეხება მკერდს მარცხენა მხარეს. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.