არქიტექტურა – ხუროთმოძღვრება, საინჟინრო მშენებელობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „შენება“ –– ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება გაშლილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ინჟინერი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი საჩვენებელი თითები ერთმანეთს ჯვრის ფორმით კვეთს, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
