აქლემი – წყურვილის‚ შიმშილისა და სიცხის ამტანი, ერთი ან ორი კუზის მქონე, მაღალი ტანის მცოხნელი ცხოველი, რომელსაც აზიაში იყენებენ ტვირთის სატარებლად‚ სამგზავროდ
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა კი – მარჯვნივ, მხრების დონეზე ხელები ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია მუშტად შეკრული თითებით, მაჯებით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.