აფთიაქი

74

აფთიაქი     დაწესებულება‚ სადაც წამლებს ამზადებენ და ყიდიან

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „წამალი“  ქვევით მიმართულია პირთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, სრულდება თითების განმეორებადი, რხევითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი  „დაფქვა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.