აფექტი – სულიერი მღელვარება, ხანმოკლე და ძლიერი ემოცია‚ რომელიც სავსებით იპყრობს პიროვნებას და შეიძლება ჩაადენინოს მისთვის უჩვეულო საქციელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ /„გონება“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ზემოთ მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარცხენა ცერის თავზე რკალური ტრაექტორიის განმეორებად მოძრაობას ასრულებს სხეულის მიმართულებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.