ანემია – სისხლნაკლებობა, დაავადება, რომელსაც ახასიათებს ერითროციტებში ჰემოგლობინისა და სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ / „სისხლი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება ტუჩს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სისუსტე“ – სხეულისკენ მიმართული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით ეხება სხეულს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის ბოლო ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვენა“ – იდაყვში გაშლილი და წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული მოხრილი თითებით, მარცხენა მაჯას ზევით-ქვევით განმეორებადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ხელის გაშლილი საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად და ხელისგული მიმართულია ქვევით. ჟესტი სრულდება სახის, მკერდისა და წელის დონეზე.
