ამიერკავკასია

05

ამიერკავკასია   კავკასიის ნაწილი‚ რომელიც კავკასიონის ქედის სამხრეთითაა‚ სამხრეთ კავკასია

 

სამნაწილიანი, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“   ხელისგული გაშლილი თითებით სახისკენაა მიმართული;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საქართველო“ /„ქართული“  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელები სხეულს ეხება ზევით მიმართული ცერებით; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდორი“ / „ქვეყანა“  ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით,  სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.