
ამბულატორია _ სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება‚ რომელიც სამედიცინო მომსახურებას უწევს ბინაზე მყოფ ავადმყოფებს; სამკურნალო დაწესებულება, სადაც დახმარებას უწევენ მიმსვლელ ავადმყოფებს
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამედიცინო ჯვარი“ – მარჯვენა ხელი გაშლილი საჩვენებელი თითის მოძრაობით ჯვარს გამოსახავს მარცხენა მკლავზე (სამკლავურის ადგილას), დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები და გაშლილი თითები ზევითაა მიმართული, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.