ალგებრა _ მათემატიკის დარგი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უჯრა“ _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული და ერთმანეთის პარალელურად ხელები გაშლილი თითების რხევით წინ და ქვევით მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილშია სიტყვა-ჟესტი „ანგარიში“ _ ხელისგული ზევითაა მიმართული, გაშლილი თითების წვერებს ცერი ეხება განმეორებითი მოძრაობით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
