აკვანი _ ბავშვის სარწევი ხის საწოლი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონოგრაფიული სიტყვა-ჟესტი „საწოლი“ _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული, წინ წაწეული, გაშლილი შუა და არათითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ხოლო საჩვენებელი და ნეკი თითები ზემოთაა წამოწეული: ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „რწევა“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
