აკლდამა _ ქვითკირის ან სიპი ქვებისაგან გაკეთებული ოთახის ფორმის სამარხი ნაგებობა‚ ქვის სამარე
სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „გამოქვებული“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ცერი ეხება საჩვენებელ თითს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „საფლავი“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები ერთად შეტყუპებული და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
