ახლანდელი _ ახლა მყოფი, ამჟამად არსებული, აწინდელი, ამჟამინდელი, თანამედროვე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღეს“_ სხეულისკენ და ზევით მიმართულია ხელისგულები ზევით მიმართული, გაშლილი თითებით, ხელები ქვევით ეშვება სინქრონულად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ ნიკაპზე მიდებულია ცერი, ფართოდ გაშლილი თითების რხევით ხელისგული მიმართულია მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.
