ახალგაზრდობა _ სიჭაბუკე, სიახალგაზრდავე, სიყმაწვილე. ახალგაზრდად ყოფნა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალგაზრდა“/ „მწვანე“ _ ხელისგული მიმართულია წინ და მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადრე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს უკან. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.
