აღვირი – მოწყობილობა ცხენის სამართავად: ცხენის თავზე ჩამოსაცმელი და ხელში დასაჭერი თასმები პირში ამოსადები რკინით (ლაგმით)
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური
სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ლაგამი“ – სახის დონეზე განთავსებული ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.