აღძვრა _ ამოძრავება, ამოქმედება, გამოწვევა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელის ქვეშ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით და ხელი და ზემოდან ედება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.